სიახლეები
ღონისძიების სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს იუსტიციის მინისტრმა, მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით დაგეგმილ ონლაინ ჰაკათონში - ,,DGACTF” მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.
,,Capture The Flag” მონაწილე პირებს კიბერუსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწევთ.
იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტომ პარტნიორ უწყებებთან ერთად შეიმუშავა "საქართველოს ციფრული მმართველობის 2025-2030 წლების სტრატეგია", რომელიც ციფრული მმართველობის სფეროში საქართველოს მთავრობის გრძელვადიან დოკუმენტს წარმოადგენს.
სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ მორიგი ხუთდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.
იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებსაც გაეცნენ.
იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის სახელით, ციფრული მმართველობის სააგენტოს ქალმა თანამშრომლებმა 8 მარტის მისალოცი ბარათები და მსჯავრდებული ქალების მიერ მოყვანილი ყვავილები მიიღეს.
ციფრული მმართველობის სააგენტო ულოცავს ყველა ქალბატონს 8 მარტს!