პროექტები

MY.GOV.GE - ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: სახელმწიფო დაწესებულებები ან კერძო სამართლის იურიდიული პირები

სტატუსი: მიმდინარე

პროექტის მოკლე აღწერა: საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიანი ვებპორტალი, სადაც განთავსებულია 700-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება. სერვისები პორტალის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით - პორტალზე რეგისტრაციისა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმების შემდეგ. პორტალის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ასევე სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით შეავსოს განაცხადი, საჭიროების შემთხვევაში მასზე გამოიყენოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა/შტამპი, გააგზავნოს შევსებული განაცხადი ადრესატთან და პორტალის მეშვეობით მიიღოს პასუხი.

GE დომენის მონიტორინგი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: ქართულ ვებგვერდებზე ხშირია შეტევები, რომლის დროსაც ბოროტმოქმედები „ტეხავენ“ ვებგვერდს და იქ მავნე ინფორმაციას ანთავსებენ.

ეს მავნე ინფორმაცია შეიძლება იყოს როგორც ვირუსები, ასევე ტერორისტული პროპაგანდა.

მსგავსი შეტევები ქართული სამთავრობო გვერდების წინააღმდეგაც წარმატებით განხორციელებულა.

ასეთი შეტევების პრობლემა ხშირ შემთხვევაში ისაა, რომ მათი დროულად აღმოჩენა რთულია.

შეიქმნა მონიტორინგის სისტემა, რომელიც რეგულარულად შედის ყველა ქართულ მნიშვნელოვან სამთავრობო და არასამთავრობო

გვერდზე და იქ შეტევის კვალის არსებობას ამოწმებს.

მავნე ფაილების ინციდენტების გაზიარების პლატფორმა MISP

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) მიერდაინერგა „MISP“ პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა მავნე კოდის მქონე ინციდენტები გავაზიაროთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პლატფორმაზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია წვდომის დაშვება. ასევე ამავე პლატფორმის დახმარებით ჯგუფი იღებს სხვადასხვა სახის ე.წ. „feed“-ებს, რომლის ინტეგრაციაც იგეგმება სხვადასხვა სერვისებში. ამ ეტაპზე ჩამატებულია 60-მდეფიდების წყაროები.

კიბერ სავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyberlab.ge

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: - ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტი

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: დღეისათვის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნების ელექტრონული ინფრასტრუქტურის სტაბილური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. ამის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციისსამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (cert.dga.gov.ge) და საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს თანამშრომლობით, შეიქმნა კიბერსავარჯიშოების დისტანციური პორტალი www.cyberlab.ge

პორტალი ძირითადად განკუთვნილია საქართველოს უნივერსიტეტების საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) მიმართულების სტუდენტებისთვის, რათა მათ გაიღრმაონ პრაქტიკული უნარები კიბერინციდენტების აღმოჩენასა და რეაგირებაში. პორტალი აგრეთვე სასარგებლო იქნება საჯარო დაკერძო სექტორში მომუშავე IT პერსონალისთვის და მათ დაეხმარება სწრაფად და ეფექტურად მოახდინონ რეაგირება კიბერ ინციდენტებზე ორგანიზაციის კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაში.

დისტანციურ პორტალზე განთავსებული სავარჯიშოები ეხება შემდეგ საკითხებს: კრიპტოგრაფია; რეალური ინციდენტების მავნე კოდისანალიზი; რეალური სერვერების კიბერ ინციდენტების ლოგ ფაილების ანალიზი; რევერსიული ინჟინერია; ქსელური ნაკადების ანალიზი; კიბერ ანალიტიკა.

პორტალის შექმნის სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის EaPconnect-ის პროექტის მიერ.

ფიშინგ შეტევების სიმულატორი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: ფიშინგი შემტევისთვის ერთ-ერთი მარტივი შეტევის ვექტორია, ვინაიდან ორგანიზაციაში დღემდე ყველაზე სუსტ რგოლად ადამიანები ითვლებიან. ფიშინგი ხშირ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის სახით ხორციელდება, რომელშიც მოთხოვნილია მავნე კოდის გაშვება ან მომხმარებლის პაროლი. შეტევის წარმატების შემთხვევაში შესაძლოა ორგანიზაციისთვის დამანგრეველიც აღმოჩნდეს, ვინაიდან აღნიშნულით შესაძლოა ორგანიზაციის შიდა ქსელში მოხვედრა, მომხმარებლის ფაილების მითვისება და მრავალი სხვა. ფიშინგისგან თავდასაცავად აუცილებელია ორგანიზაციის თანამშრომლების უსაფრთხოების შემეცნების ამაღლება, რაშიც ფიშინგის სიმულირება გვეხმარება. ფიშინგ სიმულატორი მარტივი აპლიკაციაა, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია ორგანიზაციის მოთხოვნილებიდან გამომდინარე სცენარის შექმნა და მისი სიმულირება. როგორც აღვნიშნეთ, ფიშინგი ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვხვდება, შესაბამისად, აპლიკაციაში შესაძლებელია თანამშრომლებისთვის ფიშინგის სიმულირებული ელექტრონული წერილის გაგზავნა.

პორტალი „CheckNet.ge“

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: პორტალი „CheckNet.ge“-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს: შეამოწმონ ქართული ვებგვერდების ისტორიადა გაიგონ, თუ რასახის უსაფრთხოების პრობლემები ფიქსირდებოდა მათზე სხვადასხვა დროს; ვებგვერდების ჩანაწერების ისტორიის ნახვით მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ ვებგვერდზე არსებული პრობლემის შესახებ. მაგალითად, „Deface“, „Phishing“ და „Malicious Code“; შეამოწმონ საკუთარი IP მისამართები დამიიღონ ინფორმაცია მათი ინფიცირებისა ან სხვადასხვა შავ სიაში მოხვედრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პორტალი „CheckNet.ge“-ი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პორტალის გამოყენება უფასოა.

საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა და პარტნიორობა

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: FIRST, Trusted-Introducer

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE) აქტიურადთანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჯგუფი არის სრულუფლებიანი წევრი მსოფლიო CSIRT გაერთიანებების, როგორიცაა FIRST და Trusted-Introducer. ჯგუფისთვის აღნიშნულ გაერთიანებებში წევრობა საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტიანად მოახდინოს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნების CSIRT ჯგუფებთან კიბერ ინციდენტებზე რეაგირების პროცესში. ასევე მიიღოს საუკეთესო პრაქტიკების გამოცდილება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს.

კიბერ ინციდენტებზე რეაგირების მენეჯმენტის სისტემა

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) კრიტიკულიინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის შექმნა კიბერ ინციდენტებზე რეაგირების მენეჯმენტის სისტემა. აღნიშნული სისტემა ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გაუზიარონ ინციდენტები კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფს და ინციდენტებზე რეაგირების პროცესს მიადევნონ თვალყური. აღნიშნული სისტემა ხელს უწყობს კიბერ ინციდენტების ცენტალიზირებას და ერთიანი ბაზის შექმნას ქვეყანაში.

საქართველოს კიბერ უსაფრთხოების ფორუმი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: კიბერ სივრცე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სივრცე, საჭიროებს შესაბამის დაცვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისული სიტუაციების დროს შესაბამისი რეაგირების მექანიზმების არსებობა და შეთანხმებული მოქმედება. კრიზისულ სიტუაციაში ქვეყანაში არსებული IT დაინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რესურსები მიმოფანტულია, გართულებულია მათი კონსოლიდაცია და კოორდინაცია, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ რისკებთან. საჭიროა შეიქმნას რესურსების სწრაფი და ეფექტური მობილიზაციის სქემა და მექანიზმი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ღირებულ საკადრო რესურსებს ჰქონდეთ კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის მოსახერხებელი გარემო. ამის მიღწევის ერთ-ერთ ყველაზე მიზანშეწონილ გადაწყვეტას წარმოადგენს საქართველში ინფორმაციული უსაფრთხოების გაერთიანების (კავშირის) შექმნა. გაერთიანების შემოთავაზებული სახელია: „საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების კავშირი“. პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს: გაერთიანების იურიდიული სტატუსის დადგენა; გაერთიანების მიზნების, სტრუქტურის, სამუშაო სპეციფიკის და ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მომზადება; სამიზნე აუდიტორიასთან მოლაპარაკება გაერთიანებაში მონაწილეობის მისაღებად; მოქნილი და ქმედითი გუნდის შექმნა, რომელშიც მიღწეულია მისი წევრების მაქსიმალური ჩართულობა. კიბერუსაფრთხოების ფორუმის შეკრებები მეოთხე წელია იმართება და 40-მდეკიბერ უსაფრთხოების პროფესიონალს აერთიანებს.

შავი სიების (Blacklists) სერვისი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფს (CERT.GOV.GE) შეუძლიადაინტერესებულ ორგანიზაციებს მიაწოდოს IP მისამართებისე.წ. შავი სიები, სადაც შესულია ისეთი IP მისამართები, რომლებიც ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფიცირებას ან წარმოადგენენ კომპიუტერების სამართავ დავირუსებულ ცენტრებს (Bot, C&C). IP მისამართებისაღნიშნული სიების მიხედვით დაბლოკვის შემთხვევაში, ორგანიზაციის კომპიუტერებზე მაქსიმალურად იქნება შემცირებული ინტერნეტიდან შემოსული მავნე ფაილების რაოდენობა, ხოლო უკვე დაინფიცირებულ კომპიუტერებს კი აღარ შეეძლებათ კრიმინალის მართვის ცენტრთან დაკავშირება. შავი სიების დამუშავება ხდება სხვადასხვა ფორმატით: plain, squid, bindzone, iptables, json, cvs დაა.შ.

უსაფრთხო ინტერნეტი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: უსაფრთხო DNS სერვერი, რომლის მოხმარების შემთხვევაში თქვენს ქსელში ავტომატურად იქნება დაბლოკილი ისეთი ვებგვერდები, რომლებიც კომპიუტერისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. საუბარია არასაბავშვო, დაინფიცირებულ და ე.წ. „ფიშინგ“ კონტენტზე. სერვისის გამოყენება შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს და საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შეამციროს იმის რისკები, რომ სერვისის მომხმარებელი იქნება დაინფიცირებული. აღნიშნული სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე კერძო პირებისთვის. სერვისის გასააქტიურებლად საჭიროა გამოიყენოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) DNS მისამართები.

კიბერ კლასი სტუდენტებისთვის

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: კიბერ კლასის პროექტის ფარგლებში შეიქმნა 7-კვირიანი პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელიც მოიცავს ლაბორატორიულ სამუშაოებსა და პრეზენტაციებს. კიბერ კლასში მონაწილეობა შესაძლებელია სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლების შერჩევაც ხდება გასაუბრების შედეგად. კიბერ კლასის გავლის შემდეგ სტუდენტები გაეცნობიან შემდეგი სახის ლაბორატორიულ სამუშაობს: მავნე კოდის ანალიზი, ლოგ-ფაილების ანალიზი, ქსელური ნაკადის ანალიზი, ვებ-აპლიკაციების შეღწევადობის ტესტირება, კომპიუტერული ექსპერტიზა, სერვერებისა და სერვისების სკანირება და ინფორმაციული უსაფრთხოება.

ეროვნული კიბერსავარჯიშოები „CyberEXE“

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდება კიბერსავარჯიშოები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ წარმატებული ორგანიზაციები კერძო დასაჯარო სექტორიდან. კიბერ-სავარჯიშოები წარმოადგენს წითელიდა ლურჯი გუნდების შეჯიბრს კიბერუსაფრთხოებაში. კიბერ სავარჯიშობის მიზანს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების პოპულარიზაცია ქვეყნისთვის კრიტიკულ ორგანიზაციებში დაკონტაქტების გაზიარება, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში. მონაწილეებს ასევე საშუალება ეძლევათ რეაგირება მოახდინონ რეალურკიბერ ინციდენტებზე, რომელიც სპეციალურად კიბერსავარჯიშოებისთვის შექმნილ გარემოში იმართება.

ეროვნული კიბეროლიმპიადა „CyberCube“

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი:მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: 2016 წლიდან პირველად რეგიონში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) ჩაატარა კიბეროლიმპიადა, სადაც მონაწილეობა მიიღო 50 გუნდმა და 150-მდე მონაწილემ. მონაწილე გუნდები დაკომპლექტებული იყო სტუდენტებით და სკოლის მოსწავლეებით. სპეციალურად ოლიმპიადისთვის მომზადდა ლაბორატორიული სავარჯიშოები რეალურ ინციდენტებზე დაყრდნობით და ასევე შეიქმნა ტესტირების პლატფორმა, რომელზეც განთავსებული იქნა სავარჯიშოები და კიბეროლიმპიადის შედეგები.

სერვისების ემულაცია და კიბერ შეტევების გამოვლენა

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი: დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) სატესტორეჟიმში გაუშვა HoneyPot სისტემები ჯგუფის სერვერულ ინფრასტრუქტურაში, რომლის მიზანია ინფორმაციულ სისტემებზე არაავტორიზებული წვდომის აღმოჩენა და შეზღუდვა. ხორციელდება შემდეგი სერვისების ემულაცია: ftp, ssh, nameserver, http, msrpc (Microsoft RPC), microsoft-ds, ms-sql-s, mysql, sip და sip-tls. მოხდა სისტემის სრული ინტეგრაცია და ავტომატიზაცია, რაც საშუალებას იძლევა HoneyPot სისტემების მიერ მოგროვებული ინფორმაცია ავტომატურად გადაიგზავნოს საერთაშორისო პარტნიორებთან.

IP მისამართების მონიტორინგის პორტალი

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: Arbor Networks, Shadowserver, Team Cymru, CERT-EU, CERT BUND და სხვა

სტატუსი: მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციისსამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) შექმნა IP მისამართების მონიტორინგის პორტალი. პორტალში ყოველდღიურად ხდება დაინფიცირებული რამდენიმე ათეულიათასობით IP მისამართების ატვირთვა, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს კიბერსივრცეში. ანგარიშების ყოველდღიურად მიღებახდება საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან: Arbor Networks, Shadowserver, Team Cymru, CERT-EU, CERT BUND და სხვა. პორტალში ჩართულია 30-ზე მეტიორგანიზაცია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. ბოლო 4 წელიწადში სისტემაში ატვირთულია ინფორმაცია 20,000,000 დაინფიცირებულ IP მისამართზე, რომელიც საქართველოს კიბერსივრცეშია, ხოლო მათგან 220,000 უნიკალურ IP მისამართს წარმოადგენს.

შეღწევადობის ტესტირება ვებ აპლიკაციებზე და ქსელის სკანირება

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი:მიმდინარე/მუდმივი

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფში (CERT.GOV.GE) წარმატებითგანხორციელდა ვებ აპლიკაციებზე შეღწევადობის ტესტირების სერვისის ჩამოყალიბება. შეღწევადობის ტესტირებები ვებ აპლიკაციებზე მიმდინარეობს „OWASP“ მეთოდოლოგიითდა მათ მიერ რეკომენდებული ხელსაწყოებით. ჯგუფს ასევე გააჩნია ქსელის სკანირების სერვისი, რომელიც მოიცავს შიდა და გარე ქსელის სკანირებას და ასევე ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის აუდიტს. აღნიშნული სერვისი განხორციელდა 50-ზემეტ ორგანიზაციაში.

ტრენინგები საჯარო სექტორისთვის

პარტნიორი ორგანიზაცია/ები: -

სტატუსი:დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) შექმნასამდღიანი საბაზისო კურსი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის. კურსი ჩატარებული იქნა 2-ჯერ, რის შემდეგაც ტრენინგი გაიარეს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებმა და სპეციალისტებმა. საერთო ჯამში გადამზადებული იქნა 30-ზემეტი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი საჯარო სექტორიდან.

ტრენინგები უცხოელი პარტნიორებისთვის

პარტნიორი ორგანიზაცია/ები:ნატოს მეცნიერებისა და მშვიდობისპროექტი

სტატუსი:დასრულებული

პროექტის მოკლე აღწერა: ნატოს მეცნიერებისა და მშვიდობის პროექტის ფარგლებში ქალაქ ანკარაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) შექმნასატრენინგო მასალები კიბერ ინციდენტებზე რეაგირებაში. აღნიშნული მასალების საფუძველზე ტრენინგი ჩაუტარდათ ქსელისა და სისტემურ ადმინისტრატორებს 7 სხვადასხვა ქვეყნიდან, ესენია: ავღანეთი, მოლდოვა, მაკედონია, მონტენეგრო, აზერბაიჯანი, უკრაინა და მონღოლეთი. საერთო ჯამში აღნიშნული ტრენინგები 150-ზემეტმა ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალისტმა გაიარა.